თავში

სააკაშვილი არ არის საქართველოში - კობახიძე

სააკაშვილი არ არის საქართველოში - კობახიძე
სააკაშვილი არ არის საქართველოში - კობახიძე

სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს ადამიანი არის კლოუნი, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვებთან დაკავშირებით განაცხადა.

"რაც შეეხება სააკაშვილს, პირველი, სააკაშვილი საქართველოში არ არის. მეორე, ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა კიდევ ერთხელ. მესამე, ნეტავ, ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში, სრულიად ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია, თამამად გითხრათ", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system