თავში

სააკაშვილი: არჩევნები წაგებული აქვთ და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის

სააკაშვილი: არჩევნები წაგებული აქვთ და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად
სააკაშვილი: არჩევნები წაგებული აქვთ და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის

 ქართველი ხალხი ემზადება ქვეყნის დასაბრუნებლად. ეს იცის მმართველმა გუნდმა და რა დარჩენია გარდა ძალადობისა და ტყუილისა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხად. 

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არჩევნები წაგებული აქვს და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის.

"მათ არჩევნები წაგებული აქვთ და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის. ქართველი ხალხი ემზადება ქვეყნის დასაბრუნებლად. ეს იცის მმართველმა გუნდმა და რა დარჩენია გარდა ძალადობისა და ტყუილისა. ტყუილსა და ძალადობას ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ერთად არჩევნებზე მისვლით, სხვა გზა მე არ ვიცი. ნიკა მელიას რაც გაუკეთეს გლდანში... ღმერთმა დაიფარა ის ბავშვები, თავში რომ მოხვედროდა ვინმეს ის ქვა, მოკლავდა. იმავე დღეს ხდება იგივე ბოლნისში და რამდენიმე დღეში მარნეულში, ეს შემთხვევითობა არაა, ამის ბრძანებაა გაცემული. არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. ზუსტად ასე გვიკეთებდა 2003-ში ასლან აბაშიძე. ამან აბაშიძეს და შევარდნაძეს არ უშველა და არც ივანიშვილს უშველის," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system