თავში

სააკაშვილი არის მაიმუნი, ის უკრაინიდან არ გასულა - მდინარაძე

სააკაშვილი არის მაიმუნი, ის უკრაინიდან არ გასულა - მდინარაძე
სააკაშვილი არის მაიმუნი, ის უკრაინიდან არ გასულა - მდინარაძე

"ქართული ოცნების" არმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია. 

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სწორედ უკრაინაში იმალება.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ვიდეო არის Fake-ი. ეს არის Deepfake-ი თუ მონტაჟის სხვა საშუალებით შექმნილი, ეს მეორე საკითხია და ესეც დადასტურდება. ყველა ვარიანტში, მაღალი ალბათობით არის Deepfake-ი, მაგრამ შეიძლება იყოს Fake-ის სხვა სახეობაც. ამას ტექნიკოსები სწავლობენ.

საქართველოში არის კი არა, ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ არის ჩვეულებრივი მაიმუნი. ამის იქით მისი ქმედებების, ამ კლოუნდის შეფასება, შეუძლებელია. 

ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება, სადღაც შემძვრალია და იქიდან რაღაცებს გეგმავს, მეორე თუ მესამე ტელეფონით. უტყუარი ინფორმაციაა, რომ უკრაინა არ დაუტოვებია, არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის. ხვდებით ალბათ, რომ ამის შესახებ მარტივად გვექნება ინფორმაცია", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სააკაშვილს საქართველოსსაზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system