თავში

სააკაშვილი აცხადებს, რომ ზელენსკიმ ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა

​სააკაშვილი აცხადებს, რომ ზელენსკიმ ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა
სააკაშვილი აცხადებს, რომ ზელენსკიმ ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხაილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა და რადაში პროგრამას მალე წარადგენს.

"ჩემთვის დიდი პატივია, მივიღო პრეზიდენტ ზელენსკისგან შემოთავაზება, გავხდე რეფორმების საკითხში უკრაინის მთავრობის ვიცე-პრემიერი. ასევე მე ძალიან შინაარსობრივი და სასარგებლო საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ შმიგალთან, რომლის დროს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც მთავრობაში ჩემს შესაძლო მუშაობას უკავშირდება", - წერს სააკაშვილი Facebook-ში.

მისი თქმით, ამ შემოთავაზებას ის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, რადგან ეკონომიკაშიც და ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაშიც რთული პერიოდია წინ.

სააკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის გარემოცვასთან ერთად მზადაა, პარლამენტის ყველა პატრიოტულ და საზოგადოებაში სხვა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს.

"მე იმედი მაქვს, რომ გუნდის სანდო წევრი ვიქნები და უკრაინელ ხალხს გამოვადგები", - წერს სააკაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system