თავში

სააკაშვილი: ბოდიში არ კმარა, მთავარია ამ შეცდომების გამოსწორება

სააკაშვილი: ბოდიში არ კმარა, მთავარია ამ შეცდომების გამოსწორება
სააკაშვილი: ბოდიში არ კმარა, მთავარია ამ შეცდომების გამოსწორება

ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც შენატროდა მთელი რეგიონი და მთელი მსოფლიო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ბოდიში არ კმარა და სურს შეცდომების გამოსწორების საშუალება მიეცეს. 

"რა თქმა უნდა, მე დავუშვი ბევრი შეცდომა, ბევრი რამ სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო, მეორე მხრივ, ვინც არაფერს აკეთებს, ის შეცდომებს არ უშვებს და ზოგიერთი საერთოდ არაფერს აკეთებს და მხოლოდ შეცდომებს უშვებს. 

ჩვენ გვქონდა შეცდომები და დიდი მიღწევებიც, ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს უწოდა მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის შუქურა. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც შენატროდა მთელი რეგიონი და მთელი მსოფლიო, ეს ხომ ნამდვილად იყო. ამავე დროს იყო ბევრი შეცდომები და მინდა, ამ შეცდომებისთვის კიდევ ერთხელ მოგიხადოთ ყველას გულწრფელი ბოდიში. მარტო ბოდიში არ კმარა, მთავარი ბოდიში კი არ არის, მთავარია, ამ შეცდომების გამოსწორება. მინდა, გვქონდეს და მოგვეცეს საშუალება შეცდომების გამოსწორების, ბევრად მეტი რაღაცის მიღწევის და გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ქართველისთვის. სიღარიბის გადალახვა, ოჯახების წამოწევა, ხალხის წამოწევა, სიმდიდრისა და დოვლათის შექმნა, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ამის პოტენციალიც არსებობს და ამის უნარიც მთელი გამოცდილების გათვალისწინებით, პირადად ჩემში არსებობს და მე ამას ვგრძნობ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს, სააკაშვილმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ბრუნდება.

7 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ რემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system