თავში

სააკაშვილი: ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე

სააკაშვილი: ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე
სააკაშვილი: ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე

ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ურთიერთობები სჭირდება ყველანაირ მეზობელთან, თუმცა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ამერიკას მნიშვნელოვანი როლი აქვს.

,,ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც შეიძლება განსახილველი იყოს პომპეოსთან სხვადასახვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან (რადგან ეს არის სულ ახლო მომავალში კოალიციური მთავრობა), არის ის, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ოფიციალურად არ არიან რუსი სამხედროები; ოკუპირებული ნაწილი არავის მიერ არ არის აღიარებული და ისინი უკანონოდ არიან, შეჭრილები არიან ფაქტობრივად. 

ამერიკას აქვს პრობლემები თურქეთში, სამხედრო საჰაერო ბაზასთან, ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ სენაკი, ვაზიანი, სადაც მუდმივმოქმედი ამერიკული ბაზა გაკეთდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის ვაჭრობის საკითხებზე, ადამიანების მიმოსვლის საკითხებზე, უამრავი ჰუმანიტარული და სხვა საკითხია. ყველანაირ მეზობელთან ჩვენ გვჭირდება ურთიერთობები და დიალოგის წარმოება, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტური საკითხია ამერიკის ყოფნა ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა სააკაშვილმა ,,მთავარის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system