თავში

სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ ხელოვნურად ხდება კორონავირუსის ციფრების გაბერვა

სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ ხელოვნურად ხდება კორონავირუსის ციფრების
სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ ხელოვნურად ხდება კორონავირუსის ციფრების გაბერვა

"დარწმუნებული ვარ, ახლა ხდება ხელოვნურად ციფრების გაბერვა, რათა ქვეყანა ჩაკეტონ",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამით საპროტესტო მუხტის შეწყვეტა სურთ, რათა ხალხმა არ დაიბრუნოს მათგან მოპარული არჩევნები.

„კორონას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ, რა თქმა უნდა, დავიცვათ ყველა სანიტარული ნორმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ხდება ხელოვნურად გაბერვა ციფრების, რათა ქვეყანა ჩაკეტონ და ხალხმა არ დაიბრუნოს მათგან მოპარული არჩევნები. ამიტომ ყველა ნორმის დაცვით უნდა გაგრძელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები. მათ LOCKDOWN-ით ჩვენ კი არ უნდა ჩაგვკეტონ, არამედ ჩვენ უნდა ჩავკეტოთ მათი უკანონო საქმიანობა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system