თავში

სააკაშვილი ყველაფერში, შიმშილობაშიც "ფეიკია" - კობახიძე

სააკაშვილი ყველაფერში, შიმშილობაშიც "ფეიკია" - კობახიძე
სააკაშვილი ყველაფერში, შიმშილობაშიც ფეიკია - კობახიძე

მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში აბსოლუტური "ფეიკია", შიმშილობაშიც, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება.

"თავისთავად ეს სცენარი შეიძლება საინტერესო არ იყოს, საინტერესო არის ის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ კაცმა თუ რას წარმოადგენს. არის ყველაფერში აბსოლუტური "ფეიკი", შიმშილობაშიც "ფეიკია", გატაცებაშიც "ფეიკია", ჩამოსვლაშიც, ყველაფერში არის ე.წ. ფეიკი და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანს უნდა ძალაუფლების დაბრუნება, რაც აღიკვეთა და აღიკვეთება ყოველთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედმა" გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, სატვირთო მანქანაშია გადაღებული. ვიდეოში მესამე პრეზიდენტი გატაცების შესახებ საუბრობს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 22 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system