თავში

სააკაშვილი გაბრაზებულია სტრასბურგის სასამართლოზე

სააკაშვილი გაბრაზებულია სტრასბურგის სასამართლოზე
სააკაშვილი გაბრაზებულია სტრასბურგის სასამართლოზე

სააკაშვილი გაბრაზებულია სტრასბურგის სასამართლოზე ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ დაახლოებით ასჯერ სტრასბურგის სასამართლომ ამხილა სააკაშვილი მკვლელობაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ბიზნესის რეკეტსა და უამრავ დანაშაულში, რაშიც არის ის მსჯავრდებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

„ეს ადამიანი საქართველოში შემოიპარა მაცივრით და იმის გარისკვაც კი არ უნდოდა, რომ ამის შემდეგ მოხვდებოდა ციხეში და დღეს უნდა, რომ რამენაირად გათავისუფლდეს იმ 6-წლიანი სასჯელისგან, რომელიც მას უკვე აქვს შეფარდებული. ეს არის სამარცხვინო ქმედება, როდესაც გარისკვაც არ გინდა და ელემენტარული კაცობა არ გაქვს. ჩვენი მოწოდებაა, რომ სააკაშვილმა შეასრულოს სტრასბურგის გადაწყვეტილება და ამით, რა თქმა უნდა, ბოლო მოეღება იმ უბედურებას, რაშიცაა საზოგადოება და რაც ყველასთვის მოსაბეზრებელია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system