თავში

სააკაშვილი კალიბრიანი პოლიტიკოსია, მელია - არავინ - თეა წულუკიანი

სააკაშვილი კალიბრიანი პოლიტიკოსია, მელია - არავინ - თეა წულუკიანი
სააკაშვილი კალიბრიანი პოლიტიკოსია, მელია - არავინ - თეა წულუკიანი

სააკაშვილის დადებით შეფასებაში მე ვერავინ დამდებს ბრალს, მაგრამ არის რაღაცა კალიბრაჟი, სააკაშვილი კალიბრიანი პოლიტიკოსია, მელია არის არავინ მის ფონზე - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, დროა მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდეს და სასჯელი მოიხადოს/ 

„მიხეილ სააკაშვილი ალბათ ვერ დაბრუნდება, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ დაბრუნდეს იმიტომ, რომ დროა ალბათ, რომ ძებნილები დაუბრუნდნენ სამშობლოს.

იმიტომ, რომ კანონს ისინი ვერ გაექცევიან. აქ ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს და მუდმივად გადახვეწილები რომ არ იქნებიან, ოდესღაც უნდა აგონ პასუხი.

ეს არ არის ის ფიგურა რომელიც ჩამოვა, ეს არ არის ის ფიგურა, რომელზეც შეიძლება ამდენი საუბარი, მელიაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ის ვერ ჩამოყალიბდა მიშას ფონზე პოლიტიკურ ფიგურად, სამწუხაროდ.

სააკაშვილის დადებით შეფასებაში მე ვერავინ დამდებს ბრალს, მაგრამ არის რაღაცა კალიბრაჟი, სააკაშვილი კალიბრიანი პოლიტიკოსია, მელია არის არავინ მის ფონზე“ - განაცხადა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system