თავში

სააკაშვილი: კამერონი აღფრთოვანებულია ჩემი რეფორმებით

სააკაშვილი: კამერონი აღფრთოვანებულია ჩემი რეფორმებით
სააკაშვილი: კამერონი აღფრთოვანებულია ჩემი რეფორმებით

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას ეხმიანება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ის აღნიშნავს, რომ მისი მოსაზრება ზუსტი და ობიექტურია. ამის შესახებ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

სააკაშვილი ასევე აღნიშნავს რომ, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი მისი რეფორმებით აღფრთოვანებულია. 

"ცოტა ხნის წინ აეროპორტში შევიძინე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის დევიდ კამერონის ჩანაწერები. ის აბსოლუტურად ზუსტად და ობიექტურად წერს 2008 წლის შესახებ და ასევე, აღფრთოვანებულია ჩემი რეფორმებით," - წერს მიხელ სააკაშვილი.

რაც შეეხება დევიდ კამერონის მოსაზრებას, ის აღნიშნავს, რომ 2008 წელს განვითარებული მოვლენები იყო ნათელი მაგალითი არაკანონიერი ოკუპაციის და აგრესიისა რუსეთის მხრიდან.

"2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რომელიც არის დამოუკიდებელი ქვეყანა და აქვს კანონიერი უფლება რომ მისი საზღვრები იყოს ხელშეუხებელი, რუსეთი შეიჭრა ორი ქართული რეგიონის მეშვეობით რომლებიც მსოფლიოს მიერ არ არის აღიარებული მაგრამ რუსეთის მიერ დამოუკიდებლად არიან აღიარებული, ესენია: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. 

ეს იყო ნათელი მაგალითი არაკანონიერი ოკუპაციის და აგრესიისა რუსეთის მხრიდან და მე მჯეროდა რომ მსოფლიოს უძველეს დემოკრატიას ჰქონდა უფლება, რომ დამდგარიყო გვერდში მასთან, ვისაც ახალი დაწყებული ჰქონდა დემოკრატია და ეთქვა ეს ყველაფერი. მე შევხვდი პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც ადრეც შევხვედრილვარ და დიდ პატივს ვცემდი ყველა იმ ძალისხმევისთვის რითიც მან შეძლო კორუფციის აღმოფხვრა, ინვესტიციის წახალისება და ხალხის მიზიდვა, რომ მათ საშემოსავლო გადასახადები გადაეხადათ.

მას დიდი ზეწოლა ჰქონდა. დაძაბული სიტუაცია იყო საჰაერო სივრცეში, რუსეთის ტანკები იდგნენ 25 კილომეტრის მოშორებით დედაქალაქიდან. (თბილისი). არავინ იყო დარწმუნებული მოხდებოდა თუ არა რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა, თუ რუსეთის ტანკები ისევ განაგრძობდნენ შეჭრას. ისტორიამ გვაჩვენა რომ, თუ შენ აგრესორი გეყოლება კონტროლის გარეშე, კრიზისული მომენტები მოსალოდნელი იქნება მომავალში. მე დავწერე ერთ სტატიაში "დღეს რუსეთი ამბობს რომ ის იცავს თავის მოქალაქეებს სამხრეთ ოსეთში. მაგრამ ხვალ სად მოხდება ეს? უკრაინაში? ცენტრალურ აზიაში? ლატვიაში?" ამბობენ, რომ პოლიტიკაში ვერ იწინასწარმეტყველებ, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია ისე რომ ვერც კი აცნობიერებ ამას," - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ მოყვანილ დევიდ კამერონის წიგნში არსებულ ეპიზოდში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system