თავში

სააკაშვილი: "ქართულ ოცნებას" შანსი აქვს გახდეს ძლიერი ოპოზიცია

სააკაშვილი: "ქართულ ოცნებას" შანსი აქვს გახდეს ძლიერი ოპოზიცია
სააკაშვილი: ქართულ ოცნებას შანსი აქვს გახდეს ძლიერი ოპოზიცია

მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას"  ორი გზა აქვს დარჩენილი. გადადოს არჩევნები და მიიღოს ნული ხმა, ან ჩაატაროს და მშვიდობიანად გადავიდეს ოპოზიციაში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობით.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება და უმჯობესია ოპოზიციაში გადავიდეს.

"ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი. ერთი - გადადოს არჩევნები და მიიღოს პრაქტიკულად ნული ხმა და ეს მათთვის ძალიან ცუდი სცენარია, ან ჩაატაროს არჩევნები და გადავიდეს ოპოზიციაში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობით, იმიტომ, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ამის შანსი იყოს სერიოზული ოპოზიცია. ყველა ციფრი, ყველა განწყობა  მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები აქვთ წაგებული", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system