თავში

სააკაშვილი მის წინააღმდეგ ყალბი ჩანაწერების გამოქვეყნებას აანონსებს

სააკაშვილი მის წინააღმდეგ ყალბი ჩანაწერების გამოქვეყნებას აანონსებს
სააკაშვილი მის წინააღმდეგ ყალბი ჩანაწერების გამოქვეყნებას აანონსებს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, მას აქვს ზუსტი გეგმა, როგორ უნდა შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება ისე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. ამასთან, საყურადღებოა, რომ მიხეილ სააკაშვილის აზრით, ცოტა ხანში გამოჩნდება გაყალბებული ვიდეობი და სხვადასხვა ჩანაწერები, რომლებიც მის დისკრედიტაციას ემსახურება. 

"ახლა ხდება მონტაჟების გაკეთება სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, რაღაც ჩანაწერების გამოყრა ნამდვილის, თუ ტყუილის, მერე ბილბორდებზე ჩემი და ჩემთან წარსულში თუ ახლა ასოცირებული რამდენიმე პირის მოჭყანული სახეების დახატვა და ხალხის დაშინება ისევ, "ბუა მოდის" და "მგელი მოდისო". რაც მეტად გამომხატავთ ბილბორდზე, მითუმეტეს, რომ კანონით აკრძალეთ ჩემი ჩვენება ჩვენ საარჩევნო რეკლამაში, მით უფრო კარგია ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, თქვენ დროს შემცირდა, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენ დროს იყო სწრაფი პროგრესი მათ შორის, საქართველოს პოზიციის დამკვიდრებისთვის მთელ მსოფლიოში და თქვენ დროს საქართველო პრაქტიკულად გაქრა რუკიდან", - აცხადებს სააკაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system