თავში

სააკაშვილი: ,,ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს ერთპიროვნულად მოიგებს

სააკაშვილი: ,,ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს ერთპიროვნულად მოიგებს
სააკაშვილი: ,,ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს ერთპიროვნულად მოიგებს

„ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს არჩევნები ერთპიროვნულად უნდა მოიგოს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ენმ-ს წარდგენილ კანდიდატებს, კონკურენტი არ ეყოლება.

,,ნაციონალური მოძრაობა" მოიგებს ყველგან მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოში. ისეთი სერიოზული ხალხი მოდის ჩვენთან მაჟორიტარებად, ადრე გამოხედვაც რომ არ უნდოდათ ჩვენკენ. ჩვენც ყურადღებით შევარჩევთ, რომ არ შემოგვეპაროს ცუდი რეპუტაციის ხალხი, მაგრამ მოდიან ძალიან საინტერესო ფიგურები და ახლოს ვერ მოვა სხვა ვერავინ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან. დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გავა პირველ ადგილზე და მთლიანად შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას, თუმცა ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც არ თამაშობს ივანიშვილის თამაშს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კოალიცია არა პარტიების, პარტიული ჯგუფებთან და პოლიტიკანებთან, არამედ საზოგადოებასთან",- განაცხადა სააკაშვილმა ,,მთავარის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system