თავში

სააკაშვილი პომპეოს განცხადებით იმედგაცრუებულია

სააკაშვილი პომპეოს განცხადებით იმედგაცრუებულია
სააკაშვილი პომპეოს განცხადებით იმედგაცრუებულია

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარს ეხმაურება და მაიკ პომპეოს მიმართ იმედგაცრუებას გამოთქვამს.

გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილი განცხადებას.

"მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, უკრაინასა თუ საქართველოში, აშშ-ს მტკიცე მოკავშირე ვარ. მე რეგიონში მიცნობენ, როგორც ყველაზე გამორჩეულ, პროამერიკულ ხმად, სადაც დემოკრატია პუტინისა და მისი ოლიგარქი მოკავშირეების მხრიდან მუდმივ ალყაშია.  ჩემს პოზიციას იმის შესახებ, რომ აშშ არის შეუცვლელი სტრატეგიული პარტნიორი და მსოფლიოში დემოკრატიის მაგალითი, არასდროს შევცვლი. მიუხედავად ამისა, ამ კრიტიკულ პერიოდში, უნდა გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება მაიკ პომპეოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წამყვანი თოჯინაა და პირდაპი კრემლის მიერ იმართება.

არჩევნებამდე სულ რაღაც სამი თვით ადრე, საქართველო გზაჯვარედინზე დგას. ქართველი ხალხი პროდასავლური და უფრო მეტად პროამერიკელია, რასაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული გამოკითხვებიც აჩვენებდა. ამასთან, საქართველოს მთავრობამ, რომელსაც გახარია ხელმძღვანელობს და რომელსაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი აკონტროლებს, 2012 წლიდან ცალსახად აჩვენა, რომ ისინი ხელს შეუწყობენ ნებისმიერ ფასად იმას, რომ საქართველო, ქართველი ხალხის სურვილების გათვალისწინების გარეშე, კრემლის გავლენაში დაბრუნდეს.

ეჭვიც არ მეპარება, რომ პომპეომ ეს ძალიან კარგად იცის. მაგალითისთვის - ივანიშვილმა, გახარიამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხეს ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის განადგურება, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის პერიოდშივე გავითვალისწინე. თავად პომპეომ რამდენჯერმე, საჯაროდ ხაზგასმით აღნიშნა ანაკლიის უზარმაზარი მნიშვნელობა აშშ-სა და საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად ხვდება „ქართული ოცნების“ როლს ამ პროექტის მარცხში. ამით ივანიშვილმა და გახარიამ რუსეთის ინტერესების შესაბამისად იმოქმედეს და აშკარად უგულებელყოფდნენ ვაშიგტონის გაფრთხილებებს. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, ასეთი კიდევ ბევრია.

რატომ კარგავს ამერიკა გავლენას საქართველოში? იმიტომ რომ, რუს ოლიგარქებს დიპლომატიური ენა არ ესმით. მათი მარიონეტები, ისეთივე როგორც გახარიაა, დასავლელი პარტნიორების დიპლომატიურ განცხადებებს არ უსმენენ. გახარია მხოლოდ პასუხობს ივანიშვილსა და მოსკოვს.

ამრიგად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის ეს არის აბსოლუტური დროის კარგვა ესაუბროს გახარიას დემოკრატიაზე. სინამდვილეში, ეს ამერიკის ინტერესებისთვის კონტრპროდუქტიულია. გახარიამ უკვე გამოაქვეყნა "ტვიტი" პომპეოსთან საუბრის შესახებ, თითქოს აშშ-ს მთავრობამ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. დარწმუნებული ვარ, ეს არ მომხდარა. მაგრამ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ივანიშვილსა და მის დამქაშებს არ უნდა მისცენ შესაძლებლობა მათი სიტყვები შემოატრიალონ.

ქართველმა ხალხმა უკვე კარგად იცის, რომ ივანიშვილი, გახარია და მმართველი პარტია საქართველოში, აშშ-სა და ქართული ინტერესების ხარჯზე, რუსეთის დესტრუქციულ დღის წესრიგს ნერგავს. ეს ფაქტია და დროა ამერიკამ მკვეთრი პოზიცია დაიკავოს. თუ მოსკოვის თოჯინები არჩევნებში კვლავ გაიმარჯევებენ, ეს აშშ-ს ინტერესებისთვის ამ რეგიონში დამანგრეველი დარტყმა იქნება. ეს ყველაფერი გაანადგურებს იმ უზარმაზარ რესურსებსა და ინვესტიციებს, რომლებიც ამერიკელმა ხალხმა აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის რამდენიმე ათწლეულიანი ისტორიის განმავლობაში ჩადო.

ფსონები იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე და იმედი მაქვს, რომ ეს ვაშინგტონის მომავალ განცხადებებში აირეკლება. თუ აშშ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად აღიქმება, მაშინ მილიონობით ქართველი, რომლებიც აშშ-ს ღირებულებებსა და დემოკრატიას მხარს უჭერდნენ და სამაგალითო ქვეყანად აღიქვამდნენ, იმედგაცრუებულები იქნებიან“,- წერს სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system