თავში

"სააკაშვილი ვერც ციხეში ისვენებს, ის არავის ახსოვს" - გურამ მაჭარაშვილი

"სააკაშვილი ვერც ციხეში ისვენებს, ის არავის ახსოვს" - გურამ მაჭარაშვილი
სააკაშვილი ვერც ციხეში ისვენებს, ის არავის ახსოვს - გურამ მაჭარაშვილი

ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ვერ ისვენებს ვერც უცხოეთში, ვერც საქართველოში და ვერც ციხეში, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღეს გავრცელებულ მიმართვას.

"ქართული ოცნების" დეპუტატის თქმით, სააკაშვილი, არც ამერიკაში, არც ევროპაში და არც საქართველოში არავის ახსოვს.

"მიხეილ სააკაშვილს არც შიმშილობა შველის, როგორც ჩანს, თუ რეალურად შიმშილობს. ილუზიებშია და საქართველოს მოსახლეობა აბსოლუტურად სხვა განწყობაზეა. ეს გამოჩნდა საზოგადოების გადაწყვეტილებაში 2 ოქტომბერს. არავის აინტერესებს, როგორ იხდის სასჯელს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ევროპელი კოლეგების გამონათქვამებიც გავიხსენოთ, რომ მან უკვე პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ის იხდის სასჯელს, ამით დამთავრდა ყველაფერი. არც ამერიკაში, არც ევროპაში, არც საქართველოში ის არავის ახსოვს. დანარჩენი თავისი გადასაწყვეტია, რას გააკეთებს ციხეში და როგორ გაატარებს იმ წლებს. ბუნებრივია, რომ ის იქნება ციხეში, მოიხდის სასჯელს. სააკაშვილის უფლებები იქნება დაცული, განსხვავებით მისი ხელისუფლების დროს პატიმრების უფლებებისგან. ამით დამთავრდება მისი პოლიტიკური მოღვაწეობა", – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე ფოთის პორტის ორი თანამშრომელი, მამა-შვილი შ.წ და ზ.წ დააკავეს.

ასევე დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს.

სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყება მუშაობს საკუთარი მოქალაქის უკან დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობს უკრაინის მოქალაქეების უკან დაბრუნებას და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი ინფორმაციით, უკრაინის საელჩო, ისე როგორც მთელი მინისტრთა კაბინეტი, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system