თავში

სააკაშვილთან შესახვედრად გუბაზ სანიკიძე მივიდა

სააკაშვილთან შესახვედრად გუბაზ სანიკიძე მივიდა
სააკაშვილთან შესახვედრად გუბაზ სანიკიძე მივიდა

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე მივიდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

"მაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაქვს ჩემი სათქმელი პრეზიდენტთან, რასაც ახლა ვერ ვიტყვი, რაზეც უნდა ვისაუბროთ. როგორც ჩანს, მასაც აქვს თავისი სათქმელი, როდესაც მოვინახულებ, შემდეგ გეტყვით.

ეს არის პოლიტიკური დევნა, ხელისუფლება რაც არ უნდა გავაფრთხილოთ, ჭკუაზე არ არიან, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას, თუ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ რამე ნაბიჯს გადადგამენ", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 22 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system