თავში

"სააკაშვილის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს" - ანა ფოტიგა

"სააკაშვილის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს" - ანა ფოტიგა
სააკაშვილის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს - ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს. 

"პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს. ოთხშაბათს, თბილისში, ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმედ შეაფასეს", - წერს ანა ფოტიგა ტვიტერზე.

ცნობისთვის, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system