თავში

სააკაშვილის ჩამოსვლით ჩვენთვის არაფერი იცვლება - მამუკა ხაზარაძე

სააკაშვილის ჩამოსვლით ჩვენთვის არაფერი იცვლება - მამუკა ხაზარაძე
სააკაშვილის ჩამოსვლით ჩვენთვის არაფერი იცვლება - მამუკა ხაზარაძე

2 ოქტომბრის შემდეგ ვინ ჩამოვა საქართველოში, ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 2 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნებას აანონსებს.

„ჩვენთვის არაფერი იცვლება, ვინ ჩამოდის და ვინ არ ჩამოდის საქართველოში, მით უმეტეს, არჩევნების შემდეგ. 2 ოქტომბერია გადამწყვეტი. ჩვენ აქ ვართ ახლა და ვაგრძელებთ ბრძოლას, ეს ბრძოლა არის მოსაგები. ამიტომ, 2 ოქტომბრის შემდეგ ვინ ჩამოვა საქართველოში, ასე ვთქვათ, ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system