თავში

სააკაშვილის ინიციატივა - რა შემთხვევაში დაუბრუნდება "ენმ" პარლამენტს

სააკაშვილის ინიციატივა - რა შემთხვევაში დაუბრუნდება "ენმ" პარლამენტს
სააკაშვილის ინიციატივა - რა შემთხვევაში დაუბრუნდება ენმ პარლამენტს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტია საპარლამენტო ბოიკოტს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება. 

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, მესამე პრეზიდენტის საქმის გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

"არავითარი უფლებამოსილება აღარ ექნება ლონდა თოლორაიას ძალიან მალე, ხელისუფლებამ ეს გააკეთა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე არ იყოს ბოლომდე გამოძიებული სახელმწიფო ინსპექტორის მიერ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ კომისიის ამოქმედება. 

იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა. აუცილებელია, შეიქმნას პოლიტიკური დოკუმენტი და ეს არის ჩემი მყარი პოზიციაც, რომელიც ჩაანაცვლებს "ქართული ოცნების" მიერ გაუქმებულ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს", – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოდის.

შეგახსენებთ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system