თავში

სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში მის დასაცავად გადავიყვანეთ - რატი ბრეგაძე

სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში მის დასაცავად გადავიყვანეთ - რატი ბრეგაძე
სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში მის დასაცავად გადავიყვანეთ - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პარლამენტში დეპუტატების წინაშე მოხსენებით გამოდის. მან მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. ამასთან, უპასუხა პარლამენტის წევრების კითხვებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ. 

რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა იყო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ჯანმრთელობის დაცვას. 

„როდესაც ადამიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი არის მაღალი. სწორედ ამიტომ გადავიყვანეთ ნომერ 18-ე დაწესებულებაში.

რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას – განაგრძობს მინისტრი – მისი ადვოკატები და ჟურნალისტები საუბრობდნენ იმაზე, რომ მას იძულებით დაატოვებინეს 12-ე დაწესებულება… ეს გამოიწვევდა მღელვარებას და არეულობას, ამას ვერ დავუშვებდით, ამან მიგვიყვანა, რომ გამოვაქვეყნეთ, თუ როგორ გამოდის საკუთარი ნებით 12-ე დაწესებულებიდან. მერე უკვე კარგად გვახსოვს გლდანის 18-ში შესახელბას რა ისტერია მოჰყვა და რა მზადდებოდა”. – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system