თავში

"სააკაშვილის მიმართ ამგვარი ამაზრზენი დამოკიდებულება მტერს ახარებს" - გიგა ბოკერია

"სააკაშვილის მიმართ ამგვარი ამაზრზენი დამოკიდებულება მტერს ახარებს" - გიგა ბოკერია
სააკაშვილის მიმართ ამგვარი ამაზრზენი დამოკიდებულება მტერს ახარებს - გიგა ბოკერია

"სააკაშვილის მიმართ ამგვარი ამაზრზენი დამოკიდებულება ახარებს ქვეყნის შიგნით ყველაზე შავბნელ ძალებს და ქვეყნის გარეთ ჩვენს მტერს!",  - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენი და სამარცხვინო გადაწყვეტილების მიზანი აშკარად იყო პოლიტიკური დამცირება, დაშინება, რევანში ამ კრიმინალური კულტურის, რომელსაც ეყრდნობა ივანიშვილის რეჟიმი.

დღევანდელი კადრები კი გაგრძელებაა ამ ყველაფრის, რომელიც ქვეყნის შიგნით შავბნელ ძალებს და ქვეყნის გარეთ ჩვენი ქვეყნის მტერს ახარებს და აქ პრეზიდენტის პერსონაზე კი არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ქვეყნის ინტერესებზე, სამოქალაქო მშვიდობასა და ქვეყნის მომავალზე",- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებითი შესახლების ამსახველი კადრები გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system