თავში

"სააკაშვილის მთავარი მიზანია, რომ რამენაირად ციხეს თავი დააღწიოს" - ქადაგიშვილი

"სააკაშვილის მთავარი მიზანია, რომ რამენაირად ციხეს თავი დააღწიოს" - ქადაგიშვილი
სააკაშვილის მთავარი მიზანია, რომ რამენაირად ციხეს თავი დააღწიოს - ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი მოკლევადიანი მიზანია, რომ რამენაირად ციხეს თავი დააღწიოს.

"ამისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. ასეთივე სურვილი აქვს ნებისმიერ პატიმარს, იშვიათი გამონაკლისი შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე, ვინმეს სურვილი ჰქონდეს, რომ პატიმრობაში იყოს. ამიტომ, მაშინ ყველას ულტიმატუმი და მოწოდება გახდება გარკვეულწილად საზოგადოებისთვის პროტესტისა და ქცევის ნორმა? ეს წარმოუდგენელია. ამასთან, სააკაშვილს არ აქვს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის კონსტიტუციური და კანონიერი უფლება და არც მორალური, რადგან ამ ადამიანმა თავისი ნებით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. არავის დაუძალებია და არავის ჩამოურთმევია. ახლა მისი ახირება არის, რომ საქართველოში ისევ ჩაიგდოს ხელში ძალაუფლება, ამიტომ გადადგა ის ნაბიჯები, რაც გადადგა და მოხვდა იქ, სადაც მოხვდა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ შიმშილობის 50 დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system