თავში

სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა - მეთიუ ბრაიზა

სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა - მეთიუ ბრაიზა
სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა - მეთიუ ბრაიზა

აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ სააკაშვილის დაკავება წარმოუდგენელი უბედურებაა საქართველოს იმიჯისთვის. როგორც ბრაიზამ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მთავრობამ, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისი დაემარცხებინა, ახალი კრიზისი შექმნა.

მისი თქმით, ორივე მხარე ჩიხშია შესული და დეესკალაცია აუცილებელია. 

"სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა. წინა არჩევნებზე საქართველოს გარეთ, ამერიკაშიც და ევროპაშიც, ხალხი თანხმდებოდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. იმის ნაცვლად, რომ მთავრობას პოლარიზაცია და პოლიტიკური კრიზისი დაემარცხებინა, ახალი კრიზისი შექმნა, რომელმაც ის თავდაცვით პოზიციაში ჩააყენა. ვშიშობ, ქართული პოლიტიკა კიდევ ერთ ძალიან, ძალიან ღრმა კრიზისშია.

ძალიან ვარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეწუხებული მისი შიმშილობის გამო. უნდა გამოინახოს დეესკალაციის გზა. ყოფილი პრეზიდენტი საააკაშვილი ციხეშია და გარდა შიმშილობისა, მას ბრძოლის სხვა მექანიზმი დარჩენილი არ აქვს. შიმშილობაზე სამუდამოდ ყოფნა არავის შეუძლია. სწორედ ეს არის შიმშილობის აზრიც, რომ მთავრობა ზეწოლის ქვეშ მოაქციო. მე რომ საქართველოს მთავრობა ვიყო, დეესკალაციის გზების მონახვაზე ვიფიქრებდი. ამისთვის გზები არსებობს - ერთი ისაა, რომ ის ციხეში 6 წელი არ უნდა დატოვონ. ის დაუსწრებლად გაასამართლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი სამართლიანი არ იყო. ერთი არჩევანი შეიძლება ის იყოს, რომ დაინიშნოს ნამდვილი სასამართლო იმ ბრალდებებზე, რომლებიც სააკაშვილს წაყენებული ჰქონდა. ახლა ის ხომ ქვეყანაშია, ციხეშია! იმედია, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ კანონის უზენაესობას მიჰყვეს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ იქნება მიღებული, როგორც სამართლიანი - სამართლიანი ბრალის დამტკიცება ან გათავისუფლება",- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-18 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system