თავში

სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ მელია სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო -მათიკაშვილი

სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ მელია სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო -მათიკაშვილი
სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ მელია სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო -მათიკაშვილი

მელია მიშა სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ და სურვილებმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა. 

დავით მათიკაშვილის თქმით, გირაოსთან დაკავშირებით ნიკა მელია საკუთარ სურვილებში თუ გაერკვევა, კარგი იქნება.

"ჩვენ მივიღებთ ამნისტიის აქტს და ნიკანორ მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო მანამდე გირაოსთან დაკავშირებით ცოტათი მეტად რომ გაერკვეს თავის სურვილებში და გმირად გახდომის ნაცვლად, სასაცილო მდგომარეობიდან როგორმე თავი დააღწიოს მთლიანად „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათთვის პოლიტიკურად კარგი იქნება.

თუმცა, ის ნაბიჯები რაც დღემდე გადაიდგა, ის ჩიხი, რაც საკუთარმა ანტისოციალურმა ქცევებმა და გამოუცნობმა სურვილებმა, რაც კიევიდან, მიშა სააკაშვილის თავში მოხარშული სურვილებიდან მომდინარეობს, მართლაც სასაცილო მდგომარეობაში შეიყვანა ეს პიროვნება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system