თავში

სააკაშვილსაც ექსტრადირებით მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა - ზარქუა

სააკაშვილსაც ექსტრადირებით მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა - ზარქუა
სააკაშვილსაც ექსტრადირებით მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა - ზარქუა

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას გამოეხმაურა. 

ზარქუა დარწმუნებულია, რომ საქართველის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც ექსტრადირებით მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა.

"ასეთი "პოლიტიკური დევნილები" ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას", ასე არის ალბათ დათა ახალაია პოლიტიკური დევნილი, მეგის ქარდავაც ასეთი პოლიტიკური დევნილი იყო, ალბათ ბატონი სააკაშვილიც პოლიტიკური დევნილია, მაგრამ ზუსტად ვიცი მასაც ასეთნაირად მოუწევს აქ ექსტრადირებით ჩამოსვლა. თუკი თავისი ფეხით ჩამოვა მთლად უკეთესი, გაგვიადვილებს პროცედურებს. თუ ვინმე მართალია, აქ არის სასამართლო და იდაოს. აქ იყო ცალსახა არგუმენტები, მთელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა და მე მინდა შესაბამის სტურქტურებს უკრაინაში მადლობა გადავუხადო," - განაცხადა ირალი ზარქუამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system