თავში

"სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ, არაჟანთან ერთად გადმოკვეთა" - კობახიძე

"სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ, არაჟანთან ერთად გადმოკვეთა" - კობახიძე
სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ, არაჟანთან ერთად გადმოკვეთა - კობახიძე

სააკაშვილს საზღვარი უკანონოდ აქვს გადმოკვეთილი არაჟანთან ერთად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ სააკაშვილს საზღვარი უკანონოდ აქვს გადმოკვეთილი.

"შესაძლოა, არიან ლობისტები ევროპაში, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, გადმოკვეთა თუ არა უკანონოდ საზღვარი მიხეილ სააკაშვილმა. ყველამ იცის, რომ მას უკანონოდ აქვს გადმოკვეთილი საზღვარი არაჟანთან ერთად და შესაბამისად, მას ეკუთვნის ახალი ბრალის წაყენება და ეს გააკეთა დღეს პროკურატურამ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ტრაილერი, რომლითაც სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა, რძის პროდუქტებით იყო დატვირთული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system