თავში

"სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან..." - თეა წულუკიანი

"სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან..." - თეა წულუკიანი
სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან... - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ქართული ოცნების" შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას რუსთავის ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა. 

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლება დემოკრატიული წესით აქვს მოპოვებული.

"მინდა, შევახსენო ყველას, როგორ ჩემი თაობის წარმომადგენელმა, რომ დღეს ჩვენ, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული. სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ.

დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღდეგ, ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება, ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლები", –განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 27 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system