თავში

სააკაშვილს ძალიან კარგი მერსედესი წაართვა - ხუხაშვილი

სააკაშვილს ძალიან კარგი მერსედესი წაართვა - ხუხაშვილი
სააკაშვილს ძალიან კარგი მერსედესი წაართვა - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქვეყანაში სისტემური ცვლილებები არასოდეს ყოფილა. ხუხაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის ინტერესს სააკაშვილთან პირადი გარჩევა წარმოადგენდა. 

ხუხაშვილი აცხადებს, რომ ის ივანიშვილში ლიდერს ვერ ხედავს. 

“ბიძინა ივანიშვილის ამოცანა სულაც არ იყო სისტემური ცვლილებები. მისი ამოცანა იყო პირადად სააკაშვილთან გარჩევა, სისტემა მან მთლიანად გადაიბარა და მიაჩნია, რომ სააკაშვილს ძალიან კარგი „მერედესი წაართვა“, თვითონ დაჯდა საჭესთან, ტარება ვერ ისწავლა ბოლომდე, მაგრამ ზის, ასიგნალებს, პედლებს ფეხს აჭერს და ჰგონია, რომ ეს არის საქმე. მე მასში ლიდერს ვერ ვხედავ. ის ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. მეტი საზრუნავი მას დღეს საქართველში არ აქვს" - აცხადებს ხუხაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system