თავში

სააკაშვილს გამოგდებას უპირებენ, სამსახურზე იზრუნოს - კალაძე

სააკაშვილს გამოგდებას უპირებენ, სამსახურზე იზრუნოს - კალაძე
სააკაშვილს გამოგდებას უპირებენ, სამსახურზე იზრუნოს - კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს "გამოგდებას უპირებენ" რის გამოც მას საკუთარ სამსახურზე ზრუნვას ურჩევს.

ამის შესახებ კალაძემ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება შეინარჩუნოს სამსახური", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დღეს არჩევნები წააგო. მისი ვარაუდით, "ნაციონალურ მოძრაობას" აღებული აქვს ბევრად მეტი ხმა, ვიდრე ეს ეგზიტპოლის შედეგეგმა აჩვენა.

ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ მას თანამდებობა არ უნდა და უარს ამბობს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა ვინც ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს, მას ბოლომდე დაუპირისპირდება. 

სააკაშვილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, უარი თქვას კონფრონტაციაზე და დაიწყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system