თავში

სააკაშვილს გეგმა ჰქონდა, რომ საავადმყოფოდან გაიყვანდნენ მისი მხარდამჭერები - ირაკლი ღარიბაშვილი

სააკაშვილს გეგმა ჰქონდა, რომ საავადმყ
სააკაშვილს გეგმა ჰქონდა, რომ საავადმყოფოდან გაიყვანდნენ მისი მხარდამჭერები - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გეგმა საქართველოში კერძო საავადმყოფოდან თავისუფლებაზე გასვლა იყო. 

პრემიერის თქმით, სააკაშვილი კლინიკაში გადასვლას გეგმავდა, საიდანაც მისი უკანონო გათავისუფლება უნდა მომხდარიყო. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტს მხარდამჭერების მობილიზაციის დავალება ჰქონდა გაცემული, რათა ის საავადმყოფოდან ძალის გამოყენებით, უკანონოდ გაეყვანათ.

"სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ იგი დაიწყებდა სიმულიანტობას, რომ თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება და ა.შ. რომ ის რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში, და წარმოიდგინეთ, როგორი გეგმა ჰქონდათ და აქვთ, მისი ილუზიებით გარკვეული მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდში არიან საერთოდ, რომ გაიყვანდნენ საავადმყოფოდან მისი მხარდამჭერები, მისი ამომრჩევლები სააკაშვილს და გაათავისუფლებდნენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system