თავში

"სააკაშვილს შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი" - გიგი უგულავა

"სააკაშვილს შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი" - გიგი უგულავა
სააკაშვილს შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი - გიგი უგულავა

შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი, ერთი წამითაც არ დავფიქრდები, - ამის შესახებ გიგი უგულავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, შიმშილობა თავადაც დაიწყოს.

"შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი, ერთი წამითაც არ დავფიქრდები. მიშას ვიცნობ საკმარისად კარგად, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. სანამ მას გონება ექნება და სანამ ის თავისი გონებით პასუხისმგებელი იქნება თავის ქმედებაზე, შიმშილობას არ შეწყვეტს.

შიმშილობის დაწყებაც არ არის გამორიცხული, რადგან ეს განგრძობადობა უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილმა რაღაც მომენტში უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. ესენი მკვლელობაზე წამსვლელები არიან, შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ და ასე იყოს მუდმივი ესტაფეტა", - განაცხადა უგულავამ "პალიტრანიუსის" ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 32 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system