თავში

"სააკაშვილს შეფარდებული აქვს საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი" - კობახიძე

"სააკაშვილს შეფარდებული აქვს საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი" - კობახიძე
სააკაშვილს შეფარდებული აქვს საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ფონზე, საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი აქვს შეფარდებული.

"მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, ეს ერთი. მას აქვს შეფარდებული საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხარისხისა, ეს არის 6 წელი, რაც არის მათ შორის ჩვენ მიერ შეცვლილი კანონმდებლობის დამსახურება და მან უნდა მოიხადოს, ბუნებრივია, ამისთვის სასჯელი.

კაცმა 9 მილიონი იქურდა, ადამიანის წამება შეუკვეთა, ტელევიზია მიიტაცა, ხალხს აწამებდა ციხეებში და ამისთვის 6 წელი არის არაფერი.

როდესაც ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა, მერე ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს არის აშკარა დისკრიმინაცია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system