თავში

სააკაშვილს ციხის რომ არ ეშინოდეს, შვიდჯერ არ დააანონსებდა ჩამოსვლას - კობახიძე

სააკაშვილს ციხის რომ არ ეშინოდეს, შვიდჯერ არ დააანონსებდა ჩამოსვლას - კობახიძე
სააკაშვილს ციხის რომ არ ეშინოდეს, შვიდჯერ არ დააანონსებდა ჩამოსვლას - კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხის ეშინია. 

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ დაბრუნდა სააკაშვილი საქართველოში ამ დრომდე.

"რეალურად, მას ციხის რომ არ ეშინოდეს, შვიდჯერ არ დააანონსებდა თავის ჩამოსვლას და შვიდჯერ არ გადათქვამდა საკუთარ ანონსს. ყველამ კარგად იცის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვის რისი ეშინია. სააკაშვილს ეშინია ჭირივით ციხის და ბუნებრივია, ასე გაგრძელდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებზე საქართველოში დაბრუნდება.

ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system