თავში

"სააკაშვილს ურჩევნია დღეები ითვალოს 6 წლის განმავლობაში" - კობახიძე

"სააკაშვილს ურჩევნია დღეები ითვალოს 6 წლის განმავლობაში" - კობახიძე
სააკაშვილს ურჩევნია დღეები ითვალოს 6 წლის განმავლობაში - კობახიძე

სააკაშვილს ურჩევნია თავისი დღეები ითვალოს შემდეგი 6 წლის განმავლობაში. ეს არის მისი განაჩენი, ის განაჩენი, რომელიც მას გამოუტანა ქართულმა საზოგადოებამ უამრავი დანაშაულისთვის რომელიც მან 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ქვეყანა დაისვენებს.

"9 წლის განმავლობაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკვე იყო ოპოზიციის ლიდერი, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული საზოგადოების წინაშე. მთელი 18 წლის განმავლობაში ის ამ ქვეყანას მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. დღეს, როდესაც ის არის ციხეში, ჩვენი ქვეყანა დაისვენებს და მშვიდად განვითარების საშუალება ექნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე დღეს ფოთის პორტის ორი თანამშრომელი, მამა-შვილი შ.წ და ზ.წ დღეს დააკავეს.

ასევე დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს.

სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყება მუშაობს საკუთარი მოქალაქის უკან დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობს უკრაინის მოქალაქეების უკან დაბრუნებას და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი ინფორმაციით, უკრაინის საელჩო, ისე როგორც მთელი მინისტრთა კაბინეტი, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system