თავში

"სააკაშვილთან წერილობითი კომუნიკაცია კვლავ შეზღუდული გვაქვს" - ადვოკატი

"სააკაშვილთან წერილობითი კომუნიკაცია კვლავ შეზღუდული გვაქვს" - ადვოკატი
სააკაშვილთან წერილობითი კომუნიკაცია კვლავ შეზღუდული გვაქვს - ადვოკატი

რუსთავის N12 დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და მის ადვოკატებს შორის წერილობითი კომუნიკაცია კვლავ შეზღუდულია.

"კომუნიკაცია კვლავაც შეზღუდული გვაქვს. ვერ ვახერხებთ მისთვის წერილების გადაცემას და მისგან წერილობითი პასუხების მიღებას. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი და მიზანი - ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის კომუნიკაციისა ჩვენთან, მის ადვოკატებთან და ქართულ საზოგადოებასთან. წერილობითი კორესპონდენციის უფლება არის ნებისმიერი თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლება და ამის შეზღუდვა არ შეიძლება", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system