თავში

სააკაშვილი: ბაიდენი საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს

სააკაშვილი: ბაიდენი საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს
სააკაშვილი: ბაიდენი საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს

ჯო ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს. ამერიკელისგან უფრო მეტი კომპლიმენტი არ შეიძლება იყოს", ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბაიდენი ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა ,,ვარდების რევოლუციას" და მისთვის ფასეულობები ძვირფასია.

„არასდროს დამავიწყდება 2007 წელი, როდესაც ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა, მაკკეინმა, პრაქტიკულად, დაგვგმო და თქვა, რომ მიშამ 7 ნოემბერს დაუშვა უხეში შეცდომაო. მაშინ ბაიდენი კენჭს იყრიდა პრეზიდენტად და დებატებზე თქვა – შეიძლება, ვიკამათოთ, სააკაშვილმა დაუშვა თუ არა შეცდომა, მაგრამ მანდ რომ რუსეთი აფათურებს ხელს, რუსეთის გარეშე რომ არ კეთდება და უთხრის ძირს, ამას რა წყალი გაუვაო. შემდეგ, როდესაც 2008 წლის თავდასხმა მოხდა ჩვენზე, ობამამ პირველი განცხადება გააკეთა ძალიან ნეიტრალური, მისი რეიტინგი დაეცა ოთხი-ხუთი პროცენტით. ამასობაში ჩამოვიდა ბაიდენი, რომელიც ჯერ არ იყო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. მან ჩამოგვიტანა წინადადება მილიარდი დოლარის დახმარების, რომელიც შემდეგ განახორციელეს კიდეც. როგორც კი დაბრუნდა, რამდენიმე დღეში მას შესთავაზეს, ყოფილიყო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, გარკვეული ფაქტორი ამაში იყო მისი ოპერატიული და სწორი რეაგირება საქართველოზე. ამიტომ, მისი ბედი, გარკვეულწილად, საქართველოსთან არის დაკავშირებული, საქართველოს ბედი კი – მასთან. ის იყო ძალიან ახლო მეგობარი ჯონ მაკკეინის, რომელიც იყო ჩვენი მთავარი დამცველი", - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია ,,მთავარის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system