თავში

სააკაშვილი: შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი - VIDEO

სააკაშვილი: შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი - VIDEO
სააკაშვილი: შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი - VIDEO

„მიუხედავად ყველაფრისა, ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - გაერთიანებულმა ოპოზიციამ ,,ძალა ერთობაშია", შეძლო ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარდგენა", - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ,,ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მაჟორიტარების დასახელებას.

ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი გუნდის ახალ სახეებზე საუბრობს. მისი თქმით, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც პარტიამ მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, სუპერვარსკვლავია.

,,გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი. აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, მალხაზ ჯალაღონია, ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან. აქ არიან გამორჩეული და წამყვანი ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და იწყება ახალი ეპოქა. ასევე, შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი, არამხოლოდ ტელესივრცის, არამედ, ზოგადად, შემოქმედებითი პროფესიების საქართველოში. ესეც ძალიან დიდი შენაძენია.

ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელსაც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ ის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე“,- აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ნანუკა ჟორჟოლიანი ამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system