თავში

სააკაშვილი: 29 ოქტომბერს თბილისში არის ძალიან დიდი აქცია

სააკაშვილი: 29 ოქტომბერს თბილისში არის ძალიან დიდი აქცია
სააკაშვილი: 29 ოქტომბერს თბილისში არის ძალიან დიდი აქცია

29 ოქტომბერს თბილისში აქცია გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ოპოზიციის აქცია დედაქალაქში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის გამაფრთხილებელი იქნება.

,,29 ოქტომბერს თბილისში არის ძალიან დიდი აქცია. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ არ გაბედოს ის, რასაც აპირებს. ამიტომ გთხოვთ თბილისელებს, გამოვიდეთ და გავაფრთხილოთ ეს ადამიანი", - განაცხადა სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system