თავში

საამაყო და საპატიოა საქმე, რომელსაც პოლიციელი ემსახურება - კახა კუჭავა

საამაყო და საპატიოა საქმე, რომელსაც პოლიციელი ემსახურება - კახა კუჭავა
საამაყო და საპატიოა საქმე, რომელსაც პოლიციელი ემსახურება - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. კახა კუჭავას თქმით, საამაყო და საპატიოა საქმე, რომელსაც პოლიცია ემსახურება.

„ყველა პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს. ისინი შრომით, თავდადებით, სამშობლოს სიყვარულით, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იცავენ სახელმწიფოებრივ წესრიგს. დღეს, პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულთა ხსოვნას. საამაყო და საპატიოა საქმე, რომელსაც პოლიცია ემსახურება. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს, მათ ოჯახებს და ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა და წარმატება“, - წერს კახა კუჭავა სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system