თავში

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი ეუთოს წარმომადგენლებთან განიხილეს

​საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი განიხილეს
საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი ეუთოს წარმომადგენლებთან განიხილეს

საარჩევნო ადმინისტრაციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ძალთა გადანაწილების წესი ეუთოს წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან განიხილეს. არჩილ თალაკვაძის თქმით, რეკომენდაციები „დიდწილად დაკმაყოფილებულია“.

„ჩვენ გავუზარდეთ წარმომადგენობა ოპოზიციას, რათა ამ გზით, მივაღწიოთ საარჩევნო ადმინისტრაციის უფრო მეტ დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებთ ისე, რომ ოპოზიციას გადავცეთ მართვაში საარჩევნო ადმინისტრაცია და იმასაც ვერ დავტოვებთ, რომ მმართველ პარტიას ჰქონდეს დომინანტური გავლენა საარჩევნო ადმინისტრაციაში. არის კომპრომისული ვარიანტი შეთავაზებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო დღის შედეგად, ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. მათ შორის არის სიძულვილის ენის რეგულირების წესი და საარჩევნო კამპანიების და პარტიების დაფინანსების წყაროების მონიტორინგი.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეთანხმება დაფინანსების ახალი მოდელისა და სარეკლამო დროის განაწილების საკითხებზეც შედგა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system