თავში

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით მიიღეს.

პროექტს 94-მა დეპუტატმა, კონკრეტული დათქმებით, დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ პროექტს მხარი კონკრეტული დათქმებით დაუჭირეს, რომელიც მესამე მოსმენისთვის უნდა აისახოს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთი დათქმა ეხება ეგზიტპოლების ჩატარების დაშვებას საარჩევნო უბანთან 25 მეტრიან რადიუსში, ხოლო მეორე დათქმა არაკვალიფიციურ და კვალიფიციურ სუბიექტების მიმართ თანაბარ მიდგომას.

აღსანიშნავია, რომ კოდექსში აღარ იქნება ასახული ნორმა, რომლის თანხმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით.

შესაბამისად, პროექტში აღარც სანქციაა გათვალისწინებული.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system