თავში

საბერძნეთში ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო

საბერძნეთში ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო
საბერძნეთში ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო

საბერძნეთის დასავლეთით ნაწილში ტყის ხანძრის გამო ოთხი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

ხანძარი საბერძნეთის სიდიდით მესამე ქალაქ პატრასიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ტყეში გაჩნდა. უკვე დაიწვა ათობით საცხოვრებელი სახლი და 5 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. 

ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი აფერხებს. ცეცხლი საფრთხეს უქმნის ზღვისპირა დასახლებებს.

საბერძნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში ხანძრის 56 კერა გაჩნდა.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 300-მდე მეხანრძე მონაწილეობს. ჩართულია რვა სახანძრო თვითმფრინავი და შვიდი ვერტმფრენი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system