თავში

საბოტაჟი უნდა დასრულდეს - მდინარაძე

საბოტაჟი უნდა დასრულდეს - მდინარაძე
საბოტაჟი უნდა დასრულდეს - მდინარაძე

საბოტაჟი და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, მთავარია, პოლიტიკური ბრძოლა ქვეყნის გამარჯვებით დასრულდეს.

„ისინიც ქართველები არიან, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, ზოგი პირდაპირი მნიშვნელობით დამნაშავეა, ზოგი გადატანითი მნიშვნელობით. არავის დამარცხება ჩვენ არ გვინდა, მაგრამ ასეთი საბოტაჟი და შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები უნდა დასრულდეს და მათი ეს ბოლო „გაფართხალება“ კრახით და მარცხით დასრულდება. შეიძლება ეს ბოლო კრიზისული პერიოდი ჩვენმა ქვეყანამ გამოიყენოს პოზიტიურად, რომ ეს უთანასწორო ბრძოლა, სადაც ერთ მხარეს დგას ტყუილი, ბოროტება, წარსულსა და აწმყოში და მეორე მხარეს დგას სიმართლე და საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, წარმოუდგენელია, რომ საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა დამარცხდეს. მთავარია ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და ეს პოლიტიკური ბრძოლა ქვეყნის გამარჯვებით დასრულდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ,,იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system