თავში

საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანეთ კერძო კლინიკაში - უკრაინის ომბუდსმენი

საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანეთ კერძო კლინიკაში - უკრაინის ომბუდსმენი
საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანეთ კერძო კლინიკაში - უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართავს მოთხოვნით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება კლინიკა „ვივა მედში“ აღმოუჩინონ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პენიტენციურ სამსახურსა და აღნიშნულ კლინიკას შორის არსებობს შეთანხმება და დაახლოებით 600-მდე მსჯავრდებულს სამედიცინო დახმარება სწორედ აღნიშნულ კლინიკაში გაუწიეს.

„იმის გათვალისწინებით, რაც განაცხადა ჩემმა კოლეგა საქართველოს ომბუდსმენმა და რაც განაცხადა თავად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ გადავიდეს იმ კლინიკაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ისეთი პაციენტებისთვის დახმარების გასაწევად, როგორიც დღეს არის მიხეილ სააკაშვილი, მე მივმართავ პენიტენციურ სამსახურს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ასეთი საჭიროება დადგება, სააკაშვილი კერძო კლინიკა „ვივა მედში გადაიყვანონ, დახმარების აღმოჩენის მიზნით. გასათვალისწინებელია, რომ არსებობს სპეციალური შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და „ვივა მედს“ შორის და ჩვენ ვიცით, რომ, დაახლოებით, 600-მდე მსჯავრდებულს მსგავსი დახმარება სწორედ ამ ცენტრში გაუწიეს,“- განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system