თავში

"სად გაქრა ჩემი რეიტინგი?" - დავით ბაქრაძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება

"სად გაქრა ჩემი რეიტინგი?" - დავით ბაქრაძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება
სად გაქრა ჩემი რეიტინგი? - დავით ბაქრაძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება

"ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე Edison Research-ის კვლევებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ბაქრაძე წერს, პოლიტიკოსების პიროვნული რეიტინგების კვლევის ნაწილში არ მოხვდა.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ კვლევების გამოქვეყნების შემდეგ ბევრი ურეკავს კითხვით, თუ სად გაქრა მისი რეიტინგი. 

ბაქრაძე იმედოვნებს, რომ კვლევის დამკვეთი მომავალში მსგავს გაუგებარ შეცდომას აღარ დაუშვებს.

"დღეს საღამოს ტელეკომპანია "ფორმულამ" გამოაქვეყნა კომპანია Edison Research-ის ახალი კვლევა - ეს ის კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, კეთილსინდისიერებით და რომლის შედეგებსაც ყოველთვის დიდი ინტერესით ელის საზოგადოება. სამწუხაროდ, პოლიტიკოსების პიროვნული რეიტინგების კვლევის ნაწილში რატომღაც არ აღმოვჩნდი ჩართული და შესაბამისად, არც კვლევის საბოლოო შედეგში ვარ მოხსენებული.

მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც ბოლო ერთი საათის განმავლობაში მიკავშირდება და აინტერესებს, სად გაქრა ჩემი რეიტინგი - არსადაც არ გამქრალა მეგობრებო, უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საერთოდ არ გამზომეს. 

არ იღელვოთ, აგული ერისთავის არ იყოს, ცოცხალი ვარ და გამოფენებშიც ვიღებ მონაწილეობას. იმედია, კვლევის დამკვეთი გაითვალისწინებს და სამომავლოდ აღარ დაუშვებს მსგავს გაუგებარ შეცდომას.

რაც შეეხება მთლიანად კვლევას, სრულიად ნათელია, რომ ოპოზიციის ერთიანი და კოორდინირებული მოქმედებების შემთხვევაში გარდაუვალია ადგილობრივ არჩევნებზე “ქართული ოცნების” დამარცხება და გაისად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. სწორედ ეს უნდა იყოს ახლა ოპოზიციის მთავარი ამოვანა და მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად მივიღო მონაწილეობა ამ მიზნის მიღწევაში, რაშიც, იმედია, ჩემი არგაზომილი, მაგრამ არგამქრალი რეიტინგიც დამეხმარება", - წერს დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დავით ბაქრაძე საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების მიხედვით, რეიტინგული პოლიტიკოსი იყო და მოწინავე პოზიციებსაც იკავებდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system