თავში

საერთაშორისო თაღლითობა გრძელდება - გიორგი მარგველაშვილი

საერ​თაშორისო თაღლითობა გრძელდება - გიორგი მარგველაშვილი
საერთაშორისო თაღლითობა გრძელდება - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება უარყოფითად მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.

მისი თქმით, ეს პირადად შალრ მიშელის ავტორიტეტზე, მის პოლიტიკურ წონაზე სერიოზული დარტყმაა.

"საერთაშორისო თაღლითობა, რომლითაც ბოლო ორი წელია დაკავებულია ქართული ოცნება და მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი, გრძელდება. ეს უაღრესად უარყოფითად მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.

რა თქმა უნდა, ეს პირადად შალრ მიშელის ავტორიტეტზე, მის პოლიტიკურ წონაზე სერიოზული დარტყმაა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა დავინახოთ ქართველებმა, აი, ამას თუ გავატარებთ მშვიდად და წყანარად, რაღაც პოლიტიკურ განმარტებებს მივცემთ, ხვალ და ზეგ რომ ჩაგიწერონ კოსნტიტუციაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პირი, რომელიც პიარადად ასახელებს პრემიერებს, ეს აღარ უნდა გაგვიკვირდეს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "მთავარ არხთან".

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით ოპოზიციის არაკონსტრუქციულობის პირობებში შარლ მიშელის დოკუმენტმა თავი ამოწურა და შეთანხმება ანულირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system