თავში

"საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

"საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს იურიდიულ
საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლი ინიციატივა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესს უფრო მეტად აზუსტებს. 

„ დღეს უკვე პირველი მოსმენით პლენარული სხდომა განიხილავს ამ პროექტს. შექმნილია ფორმატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობით, სადაც მონაწილეები არიან საერთაშორისო პარტნიორები, ელჩები, რომელებსაც აქვთ საკმაო გამოცდილება და ყოველთვის ჩართულები არიან მართლმსაჯულების რეფორმის სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაცები, სახალხო დამცველი და შესაბამისი დაინტერესებული პირები, სადაც ჩვენ ვიხილავთ და ვმსჯელობთ ამ საკითხებე. შეხვედრის ფარგლებში სრული რესურსია იმის, რომ პოზიციები საბოლოოდ დაახლოვდეს. პოზიტიურად არის შეფასეული ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემოდის დამატებითი დასაბუთება ყველა შესაძლო ეტაპზე, ასევე ის, რომ შესაძლებელი ხდება გაასაჩივროს კონკრეტული პროცედურა, არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელიც დამატებით მსჯელობის საგანია და ამ ფორმატში პოზიციების დაახლოების რესურსი არსებობს. ინიციატივა კიდევ უფრო მეტად აზუსტებს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. დამატებით გრძელდება კონსულტაციები კენჭისყრის ღიაობისა თუ ფარულობის შესახებ,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

დღესვე კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system