თავში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან საქართველოზე ისაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან საქართველოზე ისაუბრა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან საქართველოზე ისაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რუს კოლეგასთან საქართველოს შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.  დავით ზალკალიანის განცხადებით, მას ფრანგმა კოლეგამ დაადასტურა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი თემა ის გამოწვევები იყო, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას უკავშირდება.

„მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში ისაუბრა საქართველოს შესახებ და რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს კომუნიკაცია, რაც ძალიან წაადგება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და საქართველოს საკითხის მუდმივ აქტუალიზაციას. ვისაუბრეთ ასევე ჟენევის ფორმატზე, მოგეხსენებათ რომ საფრანგეთი იყო ინიციატორი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, სამწუხაროდ რუსეთი დღემდე არ ასრულებს თავის ვალდებულებას,“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თავის ფრანგ კოლეგასთან, ჟან ივ ლე დრიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით იმ მძიმე სურათზე, რაც ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის შექმნილი და ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე “ვრცლად ვისაუბრე არსებულ მდგომარეობაზე, მიუღებლობაზე ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ვისაუბრეთ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვების კუთხით,"-აღნიშნა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system