თავში

საფრთხე ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ, მზარდია - ბოკერია

საფრთხე ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ, მზარდია - ბოკერია
საფრთხე ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ, მზარდია - ბოკერია

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ქარელში, "მთავარი არხის" ოპერატორის დაშავების ფაქტს ეხმაურება.

მისი თქმით, მმართველი პარტია სახიფათო ძალად იქცა.

"ის, რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორ სახიფათო ძალად იქცა ივანიშვილის მიერ შექმნილი მმართველი პარტია, რომლიდან მომდინარე საფრთხეც, ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდია", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"მთავარი არხის" ცნობით, ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან ოპერატორი, ლევან აბლოთია გადმოაგდეს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპერატორი არავის გადმოუგდია. 

მამუკა მდინარაძის თქმით, ლევან აბლოთია კიბის ბაქანზე, მოაჯირს წამოედო და გადავარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system